TTE LAN არის განგაშების ან სხვა მოვლენების უნივერსალური გადამცემი მოდული. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც სახანძრო და დაცვითი სიგნალიზაციის პანელისთვის, ასევე როგორც ცალკე მდგომი, დამოუკიდებელი მოწყობილობა.
TTE LAN მოდული, SIMPO და ECLIPSE პანელებს უკავშირდება სერიული საკომუნიკაციო პროტოკოლით, ხოლო სხვა მწარმოებლის პანელებს – 6 ცალი შემსვლელ/გამომსვლელი ტერმინალით (I/O 1 – I/O 6).
TTE LAN-ის გამოყენება შესაძლებელია ასევე, სხვადასხვა მოწყობილობების დისტანციური მართვისთვისა და მონიტორინგისთვის.
მახასიათებლები:
– გააჩნია ქსელთან და პანელთან კავშირის ინდიკაცია
– შესაძლებელია მისი დისტანციურად პროგრამირება AJAX SP PRO/MobileTTE (iOS/Android) აპლიკაციებით
– Micro USB პორტი, პროგრამა ProsTE-თან დასაკავშირებლად
– სერიული კომუნიკაციის მეთოდი SIMPO და ECLIPSE პანელებთან
– 6 ცალი პროგრამირებადი შემსვლელ/გამომსვლელი, კოლექტორული ტიპის (100mA თითო)
– ქსელის პარამეტრების ხელით გაწერის საშუალება


Reviews
There are no reviews yet.