როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას?

     წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით www.pronet.ge არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც მაღაზია იცავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც მაღაზია მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა

     www.pronet.ge-ს გუნდი, იძლევა გარანტიას, რომ:

● დავიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაცისა და უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებით

● არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად

● ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით

პირადი ინფორმაცია, რომელიც მომხმარებლისგან შეიძლება მოვითხოვოთ და მივიღოთ არის:

● სახელი/გვარი

● პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით

● დაბადების თარიღი

● სქესი

● საკონტაქტო ინფორმაცია

● სხვა სახის ინფორმაცია, რომელსაც მოგვაწვდით რეგისტრაციის პროცესში, ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო ან ონლაინ კონსულტაციის პერიოდში ან სხვა არხებით.