პირი რომელიც დაიწყებს ნივთების გაყიდვას ჩვენს პლატფორმაზე ვალდებულია დაემორჩილოს შემდეგ წესებს:

  • ანაგრიშის შექმნისას აუცილებელია მოცემულ ველებში შეიყვანოთ ზუსტი ინფორმაცია.
  • დაუშვებელია ინტერნეტში მოძიებული ფოტოების გამოყენება. ფოტო აუცილებლად უნდა იყოს რეალური, გამყიდველის მიერ გადაღებული.
  • გამყიდველი ვალდებულია გაითვალისწინოს მისი მომხმარებლის მოლოდინები და გამოიყენოს პროდუქციის მაქსიმალურად სწორი აღწერა.
  • აღწერაში მითუთეთ პროდუქტის ზომები და მდგომარეობა.
  • პროდუქცია უნდა იყოს თქვენი საკუთრება და ფიზიკურად უნდა გქონდეთ ადგილზე.
  • მიტანის სერვისს ახორციელებს თვითონ გამყიდველი.
  • გამყიდველი ვალდებულია დაიცვას მის მიერ მითითებული "მიწოდებისა" და "უკან დაბრუნების" პირობები.
  • თქვენ ონლაინ მაღაზიაში ასახულ ნებისმიერ აქტივობასა და კონტენტზე, პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.
  • გაყიდვების პროცედურიდან გამომდინარე, გამყიდველმა შესაძლებელია მიიღოს პირადი ხასიათის ინფორმაცია მყიდველის შესახებ. ამ ინფორმაციის გამოყენება ნებისმიერი სახით აკრძალულია.

რეკომენდაციები:

  • გახსოვდეთ, ყველაფერი იწყება კარგი ფოტოთი :) გთხოვთ, პროდუქტის დამატებისას გამოიყენოთ მაღალი ხარისხის ფოტოები.
  • ნუ გამოიყენებთ ფოტოზე წარწერებს.
  • ნუ გამოიყენებთ ფლეშ განათებას. ფოტო გადაიღეთ ყოველთვის დღის, ნატურალურ შუქზე.
  • ფოტოს უკანა ფონი სასურველია იყოს ყოველთვის ერთ ფერში.

პრონეთს აქვს უფლება წაშალოს ნებისმიერი მაღაზია, რომელიც შეიცავს უცენზურო, დისკრიმინაციურ და არაეთიკურ კონტენტს, ასევე თუ რომელიმე სხვა მაღაზია არღვევს თქვენს საავტორო უფლებებს, გთხოვთ მოგვწეროთ: info@pronet.ge;