წესები და პირობები

სალამი! მოხარული ვართ, რომ დაინტერესდით pronet.ge-ით  თქვენ კითხულობთ ჩვენი სერვისით სარგებლობის წესებსა და პირობებს ,სერვისით სარგებლობის წესების თანახმად  “თქვენ“, “სტუმარი”, “მომხმარებელი“, “მყიდველი“, “გამყიდველი” გულისხმობს ადამიანს, რომელიც სარგებლობს პრონეთის სერვისით.

თუ თქვენ აპირებთ ნივთის გაყიდვას ან შეძენას ან ნებისმიერი სხვა გზით ჩვენი პლატფორმის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ სერვისით სარგებლობის წესები. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით მოცემული წესებიდან რომელიმეს, თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სერვისით სარგებლობა.

ნებისმიერ შემთხვევაში თუ თქვენ სარგებლობთ პრონეთის სერვისით, ეს ავტომატურად ნიშნავს მოცემულ წესებზე თანხმობას.


ზოგადი წესები და პირობები

დაურეგისტრირებელ მომხმარებლებს (“სტუმარი“) შეუძლიათ დაათვალიერონ ან მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენი პლატფორმიდან.

რეგისტრირებულ მომხმარებლებს, ანუ მათ ვინც მელონზე შექმნა “ანგარიში”, შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ პროდუქტი მარტივად, დაიმახსოვრონ პროდუქტი, გამოიწერონ კონკრეტული "მაღაზია" (გამყიდველი პირის პროფილი), შეინახონ მისამართი და ა.შ.

მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად იყოს მყიდველიც და გამყიდველიც.

გამყიდველებს შეუძლიათ ინფორმაციის შეტანა, სურათების და ნებისმიერი სახის ინფორმაციის განთავსება მათი მაღაზიისა და პროდუქციის შესახებ (“კონტენტი“). აქედან გამომდინარე გამყიდველი არის პიროვნება რომელიც არის პასუხისმგებელი ატვირთულ კონტენტზე.

იმ შემთხვევაში თუ გამოიყენებთ კონტენტს, რომელიც ნეგატიურად აისახება ჩვენს ბრენდზე ან პირებზე ვინც ჩვენი სერვისით სარგებლობს, ეს კონტენტი წაიშლება.

პრონეთს აქვს უფლება შეიტანოს ცვლილებები ან წაშალოს ნებისმიერი სახის კონტენტი, რომელიც ჩვენი სერვისით სარგებლობის წესებს არ შესააბამება.

მოცემული წესების თანხმობის შემთხვევაში, თქვენ აძლევთ პრონეთს უფლებას გააზიაროს ან გამოიყენოს თქვენი კონტენტი უცვლელად, მაღაზიის სახელის მითითებით (მაგ: გააზიაროს სოციალურ ქსელში პროდუქტის ფოტო და აღწერაში მიუთითოს მფლობელი მაღაზიის დასახელება და ბმული).

ანგარიში


თქვენ ვალდებული ხართ, რეგისტრაციისას მიუთითოთ სწორი ინფორმაცია (“სარეგისტრაციო ინფორმაცია”) და მუდმივად განაახლოთ იგი ცვლილებების შემთხვევაში.  

პრონეთს აქვს უფლება შეაჩეროს ან წაშალოს ნებისმიერი ანგარიში გაფრთხილების გარეშე, ნებისმიერი მიზეზით, ჩვენი შეხედულებისამებრ.

ანგარიშის მფლობელი არის პასუხისმგებელი თავის ანგარიშთან დაკავშირებულ კონტენტზე და ავტორიზაციაზე. მან უნდა შეინახოს პაროლი დაცულად. პაროლის დაკარგვის და მეილით ვერ აღდგენის შემთხვევაში ჩვენ ვირიდებთ ყველა პასუხისმგებლობას, თუმცა ვეცდებით დახმარებას, კონკრეტული პირის იდენტიფიკაციას თუ ეს უტყუარად იქნება შესაძლებელი რაიმე გზით.

რეგისტრაციის პროცესი ავტომატიზირებულია და პრონეთი ვერ გააკონტროლებს კონკრეტულ მომენტში მისცეს კონკრეტულ პირს რეგისტრაციის უფლება თუ არა. ამიტომ, თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე მომხმარებელი ან და მაღაზია არღვევს თქვენს უფლებებს, გთხოვთ დაარეპორტოთ. ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ყველა საჩივარს!

ანგარიშის შექმნით თქვენ ასევე ადასტურებთ, რომ არ ატვირთავთ ჩვენს საიტზე ვირუსებს ან და რაიმე სხვა მავნებლურ კოდს.


მყიდველი

მყიდველი პასუხისმგებელია სარეგისტრაციო და შესყიდვის ორდერზე შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტეზე.

მყიდველი ვალდებულია პროდუქციის შესყიდვამდე გაეცნოს მიწოდებისა და უკან დაბრუნების პირობებს.

მყიდველს შეუძლია მოითხოვოს შესყიდვის ორდერის გაუქმება, თუ გამყიდველი დააგვიანებს ნივთის მიწოდებას.

მყიდველს აქვს შესაძლებლობა დაარეპორტოს კონკრეტული მაღაზია, თუ რომელიმე მაღაზია დაარღვევს მის უფლებებს.