Dual-lens PTZ კამერა არის “ორი ერთში” გადაწყვეტა, სადაც ერთი ლინზა მუდმივად აკონტროლებს საერთო სურათს, ხოლო მეორე (PTZ) ლინზა ახდენს მოძრავი ობიექტების ავტომატურ დევნას და მოახლოებას.
ძირითადი უპირატესობები:
-
Lighthunter ტექნოლოგია: სპეციალური სენსორი, რომელიც ღამის საათებშიც კი გვაძლევს ფერად გამოსახულებას იქ, სადაც სტანდარტული კამერები მხოლოდ შავ-თეთრს ხედავენ.
-
Dual-Lens ფუნქციონალი: ორი 2MP სენსორის კომბინაცია საშუალებას გაძლევთ არასოდეს დაკარგოთ კონტროლი მთლიან პერიმეტრზე, მაშინაც კი, როცა PTZ ლინზა სხვა მიმართულებით ტრიალებს.
-
Smart Tracking: მოძრაობის ინტელექტუალური ამოცნობა და ადამიანის ან ავტომობილის ავტომატური “დევნა” (Auto-tracking).
-
აუდიო და სიგნალიზაცია: ჩაშენებული მიკროფონი და დინამიკი ორმხრივი აუდიო კავშირისთვის. ასევე აქვს სინათლისა და ხმოვანი სიგნალიზაციის ფუნქცია დაუპატიჟებელი სტუმრების დასაფრთხობად.
-
გამძლეობა: შექმნილია ნებისმიერი კლიმატური პირობებისთვის, აქვს მაღალი ხარისხის დაცვის სტანდარტები.


Reviews
There are no reviews yet.