FAAC DELTA 3 კომპლექტი წარმოადგენს ოპტიმალურ არჩევანს მათთვის, ვინც ეძებს გამძლე და მარტივად მოსახმარ ავტომატიზაციას მოცურების ჭიშკრისთვის. 740-ე სერიის ბაზაზე შექმნილი ეს ძრავა გამოირჩევა მაღალი რესურსითა და სტაბილური მუშაობით ნებისმიერ კლიმატურ პიროებში.
კომპლექტის ძირითადი უპირატესობები:
-
მძლავრი ძრავა: 230V ელექტრომექანიკური ამძრავი თავისუფლად მართავს 500 კგ-მდე წონის კონსტრუქციას.
-
SAFE უსაფრთხოების სისტემა: კომპლექტში შემავალი ფოტოელემენტები უზრუნველყოფენ ჭიშკრის გაჩერებას დაბრკოლების აღმოჩენისას, რაც იცავს ავტომობილებსა და ფეხით მოსიარულეებს.
-
გამძლეობა: მეტალის კბილანები და ხარისხიანი კორპუსი უზრუნველყოფს ხანგრძლივ მუშაობას რემონტის გარეშე.
-
მარტივი მართვა: დისტანციური მართვის პულტით ჭიშკრის გაღება/დაკეტვა შესაძლებელია ავტომობილიდან გადმოუსვლელად.
-
მექანიკური ბლოკირება: ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, ძრავას აქვს სპეციალური გასაღები, რომლითაც ჭიშკარს მარტივად გადაიყვანთ მექანიკურ რეჟიმში.
კომპლექტაციაში შედის:
-
ძრავა 740 მოდელის ბაზაზე (ჩაშენებული მართვის ბლოკით);
-
ფოტოელემენტების წყვილი (უსაფრთხოებისთვის);
-
რადიომიმღები;
-
დისტანციური მართვის პულტი (1 ცალი);
-
სამონტაჟო აქსესუარები.


მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.