წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ხელშეკრულებას მომხმარებელსა და ი.მ. ბიძინა ბალაძეს (ს/ნ 61001068021) შორის. ვებ-გვერდით (www.pronet.ge) სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ სრულად ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს.
ზოგადი დებულებები
ვებ-გვერდის მფლობელია ი.მ. ბიძინა ბალაძე (შემდგომში – „კომპანია“).
იურიდიული მისამართი: ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქ. 110.
ნივთის დაბრუნების პოლიტიკა (14-დღიანი წესი)
მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე დააბრუნოს ნივთი 14 კალენდარული დღის განმავლობაში მისი მიღებიდან.
დაბრუნების მსურველმა უნდა შეავსოს „ნივთის დაბრუნების ფორმა“ და გამოაგზავნოს კომპანიის ელ-ფოსტაზე.
ნივთი უნდა იყოს პირვანდელ მდგომარეობაში, დაუზიანებელი პლომბებით, ორიგინალ შეფუთვაში და ყველა აქსესუართან ერთად.
დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯი ეკისრება მომხმარებელს.
საგარანტიო პირობები
საგარანტიო ვადა: პროდუქციაზე ვრცელდება 2-წლიანი კანონისმიერი საგარანტიო მომსახურება.
ქარხნული წუნი: კომპანია პასუხისმგებელია ნივთის ნაკლზე, რომელიც არსებობდა ნივთის მიწოდებისას ან გამოვლინდა 2 წლის განმავლობაში ქარხნული დეფექტის სახით.
მონტაჟი და დაზიანება: მომხმარებლის ან მესამე პირის მიერ არასწორი მონტაჟის შედეგად გამოწვეული მექანიკური ან ელექტრონული დაზიანება ხსნის საგარანტიო ვალდებულებას.
თუ ნივთს აღმოაჩნდება ქარხნული წუნი, რომელიც არ არის გამოწვეული ინსტალაციის პროცესით, კომპანია უზრუნველყოფს მის შეკეთებას ან შეცვლას.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ მოწყობილობის ტექნიკურ გამართულობაზე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ობიექტზე უსაფრთხოების დარღვევის შედეგად მიყენებულ ზიანზე.
ნივთის დაბრუნების ფორმა
(ეს ფორმა უნდა შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ხელშეკრულებიდან გასვლა და ნივთის დაბრუნება)
ვის: ი.მ. ბიძინა ბალაძე (ს/ნ 61001068021)
მისამართი: ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას 110
ელ-ფოსტა: info@pronet.ge
განცხადება
წინამდებარე რეფორმით ვაცხადებ უარს ჩემ მიერ დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე შემდეგი ნივთის (ნივთების) დაბრუნების თაობაზე:
შეკვეთის ნომერი: ____________________
შეკვეთის თარიღი: ____________________
ნივთის მიღების თარიღი: ____________________
პროდუქტის დასახელება: ________________________________________________
მომხმარებლის სახელი და გვარი: ________________________________________
მომხმარებლის მისამართი: _____________________________________________
მომხმარებლის ტელეფონის ნომერი: ______________________________________
დაბრუნების მიზეზი (სურვილისამებრ): __________________________________
თარიღი: [ _ _ / _ _ / _ _ _ _ ]
მომხმარებლის ხელმოწერა: ____________________
(მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული)
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს და იცავს ი.მ. ბიძინა ბალაძე (შემდგომში – „კომპანია“) თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვებ-გვერდის (www.pronet.ge) გამოყენებისას.
რა ინფორმაციას ვაგროვებთ?
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით საიტზე რეგისტრაციის ან შეკვეთის გაფორმებისას:
სახელი და გვარი;
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მიწოდების მისამართი;
შეკვეთების ისტორია.
რისთვის ვიყენებთ თქვენს მონაცემებს?
თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:
შეკვეთის დასამუშავებლად და ნივთის მოწოდების უზრუნველსაყოფად;
საგარანტიო მომსახურების გასაწევად;
თქვენთან კომუნიკაციისთვის (შეკვეთის სტატუსის ან ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით);
მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
მონაცემთა გადაცემა მესამე პირებზე
თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე პირებს გადაეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მომსახურების შესასრულებლად:
საკურიერო კომპანიებს: ნივთის თქვენს მისამართზე მოსატანად;
საგადახდო სისტემებს (ბანკებს): ონლაინ გადახდის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;
სახელმწიფო ორგანოებს: კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მონაცემთა დაცვა
ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების თანამედროვე მექანიზმებს, რათა დავიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია უნებართვო წვდომისგან, შეცვლისგან ან გავრცელებისგან. საიტზე გამოყენებულია უსაფრთხოების პროტოკოლები.
თქვენი უფლებები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:
მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მონაცემებს ვინახავთ თქვენზე;
მოითხოვოთ მცდარი მონაცემების გასწორება ან განახლება;
მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა, თუ მათი შენახვა აღარ არის საჭირო შეკვეთის შესასრულებლად ან კანონმდებლობით.
Cookies (ქუქი-ფაილები)
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს „ქუქი“ ფაილებს საიტის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად და მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზაციისთვის. თქვენ შეგიძლიათ გათიშოთ ქუქი-ფაილები თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან.
ცვლილებები პოლიტიკაში
კომპანია იტოვებს უფლებას, პერიოდულად შეიტანოს ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ამავე გვერდზე.
