FOC-Fr8-1,0-Steel სერიის აბონენტის კაბელი სპეციალურად შექმნილია “ბოლო კილომეტრის” (Last Mile) კავშირებისთვის. მისი კონსტრუქცია უძლებს მექანიკურ დაჭიმვას და გარემო პირობების ზემოქმედებას.
ტექნიკური მახასიათებლები და უპირატესობები:
-
ბოჭკოს ტიპი: Single Mode G.652D – უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემას მინიმალური დანაკარგებით დიდ მანძილებზე.
-
მზიდი ელემენტი: 1.0 მმ ფოლადის მავთული (Steel Wire), რომელიც იცავს კაბელს გაწყვეტისგან ქარისა და თოვლის დაწოლის დროს.
-
დამატებითი გამაძლიერებლები: ორი პარალელური ფოლადის ღერო ბოჭკოების გარშემო დამატებითი დაცვისთვის.
-
გარსი: LSZH (Low Smoke Zero Halogen) – წვისას არ გამოყოფს ტოქსიკურ აირებს, რაც აუცილებელია შენობის შიგნით გაყვანილობისთვის.
-
ფორმ-ფაქტორი: Figure-8 (რვიანისებური ფორმა) – მარტივია ტროსის განცალკევება მონტაჟისას.
გამოყენება:
-
FTTH (Fiber to the Home) ქსელების მოწყობა.
-
აბონენტების მიერთება სატელეკომუნიკაციო ბოძებიდან.
-
შიდა და გარე მაგისტრალური დაგეგმარება.


მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.