SIMPO X არის მისამართული სახანძრო სიგნალიზაციის პანელი, რომელიც შექმნილია მცირე და საშუალო ზომის ობიექტებისთვის, როგორიცაა ოფისები, სავაჭრო ცენტრები, სკოლები და სასტუმროები. პანელი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს EN54-2 და EN54-4, რაც უზრუნველყოფს მის მაღალ საიმედოობასა და უსაფრთხოებას.
SIMPO X მოდელი გამოირჩევა მარტივი მონტაჟით, ინტუიციური მართვითა და პროგრამირების მოქნილი შესაძლებლობებით. მისი მოდულური სტრუქტურა საშუალებას იძლევა, სისტემა მარტივად მოერგოს ნებისმიერი პროექტის მოთხოვნებს. პანელს აქვს 1-დან 2-მდე წრედის (loop) მხარდაჭერა და თითოეულ წრედზე შესაძლებელია 250-მდე მისამართული მოწყობილობის (დეტექტორები, მოდულები, ამომცნობები) დაკავშირება.
SIMPO X აღჭურვილია LCD ეკრანითა და მრავალენოვანი მენიუთი, მათ შორის ქართული ენის მხარდაჭერით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მის გამოყენებასა და პროგრამირებას. პანელს აქვს ჩაშენებული LAN ინტერფეისი და RS485/RS232 პორტები, რაც უზრუნველყოფს მის მარტივ ინტეგრაციას ლოკალურ ქსელში და სხვა სისტემებთან დაკავშირებას. მოწყობილობა სრულად თავსებადია ღრუბლოვან სერვისებთან (Cloud ready), TeletekPRO მობილური აპლიკაციის დახმარებით კი შესაძლებელია სისტემის სტატუსის კონტროლი, შეტყობინებების მიღება და ძირითადი ფუნქციების მართვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
მახასიათებლები:
– მაღალი საიმედოობა: სერთიფიცირებულია EN54-2/4 სტანდარტების შესაბამისად.
– მარტივი მართვა: ქართულენოვანი მენიუ, მოსახერხებელი ინტერფეისი, LCD ეკრანი და ფუნქციური ღილაკები.
– ჩაშენებული LAN ინტერფეისი და RS485/RS232 პორტები.
– დისტანციური მართვა TeletekPRO აპლიკაციით.
– მოქნილი კონფიგურაცია: 2 წრედამდე გაფართების მხარდაჭერა, 1 წრედზე შესაძლებელია 250 მოწყობილობის მიერთება, ასევე შესაძლებელია 48 ზონად დაყოფა.
– დეტალური მონიტორინგი: 10,000-მდე მოვლენის შენახვის შესაძლებლობა.
– დღე/ღამის რეჟიმი: მუშაობის პარამეტრების ავტომატური ან ხელით ცვლილება.
ეს ფუნქციები SIMPO X-ს აქცევს არა მხოლოდ საიმედო, არამედ თანამედროვე და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტულ სახანძრო უსაფრთხოების სისტემად


Reviews
There are no reviews yet.